ნიკა მელიამ მოსამართლეს „ჩინჩალაძის მონა“ უწოდა, რის შემდეგაც მოსამართლემ მას მიმართა, რომ სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია
20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულმა, ნიკა მელიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს „ჩინჩალაძის“ მონა უწოდა.
„ჩინჩალაძე მომიკითხეთ“, – ასე მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს მას შემდეგ, რაც ნინო ჩახნაშვილმა მისი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ამის შემდეგ მოსამართლემ ნიკა მელიას მიმართა, რომ ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია, რის გამოც, მომდევნო სხდომას ვერ დაესწრება.
სასამართლო პროცესი 29 აპრილს, 13:00 საათზე გაგრძელდება.