ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამომრჩევლებს ხვალ რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამომრჩევლებს ხვალ, 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს.
ოპოზიციის სახელით განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გააკეთა.
„ბევრი კოლეგა შევიკირიბეთ, ბევრი არჩევნების გამო, არიან სხვადასხვა რეგიონებში გასულები და ხვალ ბრუნდებიან, ჩვენ მოვითათბირეთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილება იყო სწრაფად მისაღები. ხვალ 16:00 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი და ეს ომი ოპოზიციას არ წაუგია.
„ყველამ დავინახეთ, რასთან გვქონდა საქმე. მთავარს ვამბობთ ახლა და კიდევ უფრო მთავარს ვიტყვით ხვალ. 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.