ნიკა მელია - ყველა ვალდებულად თვლის თავს, 9 აპრილს იყოს რუსთაველზე, მინდა, მჯეროდეს, რომ დღის განმავლობაში, მათ შორის აქციის დროსაც, საზოგადოება მოახერხებს მონაწილეობას
ნიკა მელია - ყველა ვალდებულად თვლის თავს, 9 აპრილს იყოს რუსთაველზე, მინდა, მჯეროდეს, რომ დღის განმავლობაში, მათ შორის აქციის დროსაც, საზოგადოება მოახერხებს მონაწილეობას

ყველა ვალდებულად თვლის თავს, 9 აპრილს იყოს რუსთაველის გამზირზე, შეძლებისდაგვარად, რომელ საათზეც მოუხერხდებათ. მინდა, მჯეროდეს, რომ ხვალ, დღის განმავლობაში, მათ შორის დანიშნული აქციის დროსაც, საზოგადოება მოახერხებს მონაწილეობის მიღებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკა მელია პარლამენტთან იმყოფებოდა, სადაც 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ვფიქრობ, 9 აპრილი არის დღე, რომელსაც ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. ეს არის, პრაქტიკულად, დღე, რომლის გარშემოც დიდწილად ერთიანდება საქართველოს მოსახლეობა. ყველაზე გამაერთიანებელი დღეა და, ბუნებრივია, ყველა ვალდებულად თვლის თავს, 9 აპრილს იყოს რუსთაველის გამზირზე, შეძლებისდაგვარად, რომელ საათზეც მოუხერხდებათ. მინდა, მჯეროდეს, რომ ხვალ, დღის განმავლობაში, მათ შორის დანიშნული აქციის დროსაც, საზოგადოება მოახერხებს მონაწილეობის მიღებას. ბევრი მივა 17:00 საათზე, ბევრი მივა 17:00 საათამდე, ამიტომ ზედმეტია კითხვები, შეიძლება თუ არა გქონდეს სურვილი, იყო რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს, რა თქმა უნდა – კი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.