ნიკა მელია - უკრაინის მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის“ ექსკლუზიური პრობლემა არ არის
„ერთაინი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავენ. როგორც ენმ-ს ოფისში გამართული პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, მოვლენები, რომელიც ვითარდება უკრაინაში, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ექსკლუზიური პრობლემა და წუხილი.
„მიგვაჩნია რომ ყველა დემოკრატიული ძალა უნდა იყოს კონსოლიდაციის ფერხულში და ერთობლივად შესაძლებელი იქნება, განვახორციელოთ სხვადასხვა ქმედებები, რომელიც ემსახურება ამ ქვეყანაში დემოკრატიული ძალების გაძლიერება-განვითარებასა და ოლიგარქიის დამარცხებას. ივანიშვილის ხელისუფლება იმყოფება მჭიდრო ალიანსში და კომუნიკაციაში უკრაინის ხელისუფლებასთან და დევნიან ადამიანს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, უკრაინაში კი აკისრია უდიდესი როლი, სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, პარტიის ნაბიჯები და სამოქალაქო პროტესტი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში უახლოეს დღეებში.