ნიკა მელია - თუ ერთი საათში არ გადადგებიან ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური, პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევალთ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნიკა მელია აცხადებს, რომ თუ ერთი საათის განმავლობაში არ გადადგებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღანელი ვახტანგ გომელაური, ისინი პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევლენ.
„მე მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ ჩვენ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში“, – მიმართა ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მონაწილეებს.
პარლამენტის შენობის წინ აქცია გრძელდება.