ნიკა მელია თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და წევრებს შეხვდა
ნიკა მელია თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და წევრებს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გასვლითი შეხვედრები კახეთიდან დაიწყო.

ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები თელავის ოფისში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ასევე წევრებს შეხვდნენ.

რეგიონულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არ შესვლა იყო.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ნიკა მელიამ განაცხადა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ეს პირველი გასვლითი შეხვედრაა, რაც სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება და სავარაუდოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი პარტიის საერთო გადაწყვეტილება.