ნიკა მელია - საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე იქნება აზრდაკარგული, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია
საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე იქნება აზრდაკარგული, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მნიშნველოვანია, პროტესტის ხმა ისმოდეს.
„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე, რბილად რომ ვთქვათ, იქნება უბრალოდ აზრდაკარგული“, – განაცხადა მელიამ, რომლის კომენტარსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.