ნიკა მელია - სამშობლოს დამცირებას ვერ შევეგუები, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება, ამ დღეს ვხედავ
ნიკა მელია - სამშობლოს დამცირებას ვერ შევეგუები, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება, ამ დღეს ვხედავ

88 მონურ მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავიუსფლებისა და ღირსების იდეა. გულწრფელად მინდა, გითხრათ, რომ არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერაბასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, ამ უსამართლობისთვის თავის დახრა. როგორც ნიკა მელია აცხადებს, ამისთვის იქამდე იბრძოლებენ, ვიდრე გამარჯვებას არ მიაღწევენ.

„გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ჩემზე კარგად ხედავს ძალიან ძალიან ძალიან ბევრი ადამიანი. 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. დიახ, არც მეტი და არც ნაკლები. 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა გაასამართლა თავისუფლების და ღირსების იდეა. ეს არ იყო ჩემთვის გამოტანილი ვერდიქტი. ამ ადამიანებმა, პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ, განაჩენი გამოუტანა ყველას. ვფიქრობ, არ ვიქნები გადაჭარბებული რასაც ახლა ვიტყვი, განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ქუჩაში გამოვიდა. თქვენც, თქვენი მშობლებიც, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ხმა აიმაღლა, ვინც გააპროტესტა, ვინც სამშობლოს გამოესარჩლა, გამოუტანეს ყველას, ვინც იყო მსხვერპლი მოძალადეების იმ კონკრეტულ დღეს, ვისაც დათვის ტყვიები ესროლეს, ვისაც ხელკეტი მოუქნიეს, ვის მიმართაც დევნა ახორციელეს თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონში, ვისაც თვალები დათხარეს და ვისაც იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს. ეს განცდა დაეუფლა ყველას. სწორედ ამიტომ, სტიქიკურად ყველანი, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ავდექით და მივედით რუსთაველის გამზირზე. ერთ-ერთი ვიყავი მე. ასევე, იქ იყო მრავალი ათასი ადამიანი ამ გრძნობით, რომელმაც ჩათვალა, რომ სულში შეურაცხყოფა მიაყენეს. ამიტომ, მინდა, ამ ადამიანების სახელით მთელ საქართველოს ვუთხრა, ვისზეც ვისაუბრე, ვისაც თვალები დათხარეს და ვინც ხმა აიმაღლა შეურაცხყოფაზე, აუცილებლად, გულწრფელად მინდა, გითხრათ, რომ მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას. ეს არის ძალიან დიდი დამცირება. არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს.

მოდით, აქვე ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე, რომ ახლა არ არის დრო პარტიისა და პარტიული პოლიტიკის. ერთ მხარეს არის ეროვნული ქართული მოძრაობა და მეორე მხარეს – ოკუპანტი და ივანიშვილის რენეგატები. ერთ მხარეს არის თვისუფლება და მეორე მხარეს – მონობა. ერთ მხარეს არის ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ნათელი მომავლი და მეორე მხარეს არის საბჭოთა ბნელეთი. აქედან გამომდინარე, ძვირფასო მეგობრებო, დედებო, მამებო, დებო და ძმებო, შეუძლებელია, უკან დახევა და შეუძლებელი არის უსამართლობას, თავი დავუხარო. ეს უბრალოდ არ მოხდება. ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, ვიდრე არ უზრუნველვყოფთ ამ ქვეყნის თავისუფლებას. დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანთან ერთად, ეს მოხდება, ამ დღეს ვხედავ. ჩვენ ამ ქვეყნის თავისუფლების განადგურების შესაძლებლობას არავის მივცემთ. გული მწყდება იმ 88 მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანებზე, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა უკვე მეორედ გამასამართლა, მაგრამ ჯერჯერობით საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს და ვერც მიიყვანენ. ეს არის გამორიცხული. არ ჩამითვალოთ ხმამაღალ ნათქვამში, მაგრამ ტანით ვგრძნობ, რომ ეს ადამიანები, 88 ადამიანი შველას საჭიროებს. ისინიც უნდა ვიხსნათ მონური მორჩილებისგან. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მინდა, ყველას, უამრავ ადამიანს გადავცე და შევუთვალო მადლობა, რადგან ის, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხდება, ამის მსგავსიც კი არასდროს მიგრძნია. თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ნიკა მელია დაიხევს თუ არ დაიხევს, თუ რას გააკეთებს, ვთქვი და გავიმეორებ, ახლა თუკი რამე არის დანაშაული, გავრილოვის იმ ცნობილ სავარძელში ჩაჯდომაზე მეტი დანაშაული იქნება შიში და უკან დახევა, რადგან ასი ათასობით საქართველოს მოაქალაქის ხმა ვართ თითოეული ჩვენგანი და ამ სახელმწიფოში სხვა სახელმწიფოს დროშა ვერ აფრიალდება. წარმატებები თქვენ, არანაირი დამორჩილება ამ უკანონო, გავრილოვის განაჩენის მიმართ, ბუნებრივია, არ იქნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციის წარმომადგენლებიდან წინააღმდეგ ხმა მისცეს ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს „ვროპელი სოციალისტების“ წევრებმა, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ.