ნიკა მელია - სამეგრელომ არაერთხელ შეიფარა საქართველო
ნიკა მელია - სამეგრელომ არაერთხელ შეიფარა საქართველო

სამეგრელომ არაერთხელ შეიფარა საქართველო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ზუგდიდში, ამომრჩევლებთან დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩემო მეგობრებო, ჩემო პატრიოტო ადამიანებო, რომლებსაც გული გიძგერთ პატრიოტიზმით, სამეგრელომ არაერთხელ შეიფარა საქართველო. დიახაც, სამეგრელომ არაერთხელ შეიფარა საქართველო. შეიფარა დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, შემდეგ შეიფარა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და თავისუფლება, როცა ის, სამწუხაროდ, განიდევნა საქართველოს დედაქალაქიდან. ამის შემდეგ, 2003 წელს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე დააყენა საქართველო და ახლა ექვს დღეში ოლიგარქი დამარცხდება როგორც არასოდეს, ისე უპირობოდ სამეგრელოში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.