ნიკა მელია - საღი აზრის ფარგლებს მიღმა გასული ხელისუფლება რას აპირებს, ამის იმედზე ყოფნა არ იქნებოდა სერიოზული
ნიკა მელია - საღი აზრის ფარგლებს მიღმა გასული ხელისუფლება რას აპირებს, ამის იმედზე ყოფნა არ იქნებოდა სერიოზული

საღი აზრის ფარგლებს მიღმა გასული ხელისუფლება რას აპირებს, ამის იმედზე ყოფნა უბრალოდ არ იქნებოდა სერიოზული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.

„წარმოდგენა არ მაქვს და არ შეიძლება, მქონდეს, რას აპირებს ხელისუფლება. ნაკლებად მნიშვნელოვანიც არის, რას აპირებს ხელისუფლება, ვინაიდან საღი აზრის ფარგლებს მიღმა გასული ხელისუფლება რას აპირებს, ამის იმედზე ყოფნა უბრალოდ არ იქნებოდა სერიოზული.

მე ყოველ შემთხვევაში მინდა, რომ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი, მათ შორის ელჩები დარწმუნდნენ იმაში, თუ რასთან გვაქვს საქმე. მესამე რაუნდი, როდესაც შედგება და ოლიგარქის წარმომადგენლები მობრძანდებიან, რა შემოთავაზებასაც მოიტანენ, იმისდა მიხედვით, დარწმუნებული ვარ, ყველას კიდევ კარგად და მკაფიოდ ჩამოუყალიბდებათ შეხედულება, ამ ხელისუფლებაზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.