ნიკა მელია - როდესაც იდეური განსხვავება გაქვს სამ-ოთხ თანამებრძოლთან, სადაც შეიძლება, თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას, შეუძლებელია საუბარი პროგრესსა და განვითარებაზე
ნიკა მელია - როდესაც იდეური განსხვავება გაქვს სამ-ოთხ თანამებრძოლთან, სადაც შეიძლება, თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას, შეუძლებელია საუბარი პროგრესსა და განვითარებაზე

იდეური განსხვავება როდესაც გაქვს რამდენიმე თანამებრძოლთან, სადაც შეიძლება, თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას, შეუძლებელია საუბარი პროგრესსა და განვითარებაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ეხება სამ-ოთხ ადამიანს და თუ ეს მას დღეს შეუძლია, ამას გააკეთებს ხვალ, როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში ყოფნისას.

კითხვაზე, თუ მოიგებს, ამ ადამიანებს გარიცხავს თუ არა პარტიიდან, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „პარტიულ თანამდებობებს რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს“.

„არა. ვის აქვს უფლება, რომ ვინმე პარტიიდან გარიცხოს, მაგრამ წამყვან პარტიულ თანამდებობებს რომ რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს, ცხადზე უცხადესია, რადგან იქ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც არიან მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული და არა სხვა გეგმებითა და ამოცანებით არიან გამსჭვალული, რაზეც მომავალში ვისაუბრებ.

ამასთან, კითხვას იმის შესახებ, „თუ შეინარჩუნებს ამ თანამდებობას, ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ნადირაძე, გიორგი ბოტკოველი და კიდევ სხვები უბრალოდ ვეღარ მოხვდებიან პარტიულ მაღალ თანამდებობებზე“, მელიამ აღნიშნა:

„პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. ვფიქრობ, რომ პარტიაში სათადარიგო სკამზე არის ათობით ძალიან ღირსეული, კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანი, რომლებსაც აქვთ უნარი, იყვნენ ძალიან ეფექტურები. როცა იდეური განსხვავება გაქვს შენ შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, ეს ეხება 3-4 ადამიანს, ბუნებრივია, შეუძლებელია საუბარი პროგრესსა და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება, სადაც შეიძლება, თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას. თუ ეს მას შეუძლია დღეს, მერწმუნეთ, ამას გააკეთებს ხვალ, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ასევე ხელისუფლებაში ყოფნისას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.