ნიკა მელია - როდესაც ასე მალულად და ველურად იპარავენ პატიმარს ციხიდან, რომც მიეყენებინა თავდაცვის მიზნით რაიმე სახის შეურაცხყოფა, ეს ვინმეს უნდა გაუკვირდეს?
ნიკა მელია - როდესაც ასე მალულად და ველურად იპარავენ პატიმარს ციხიდან, რომც მიეყენებინა თავდაცვის მიზნით რაიმე სახის შეურაცხყოფა, ეს ვინმეს უნდა გაუკვირდეს?

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლოა, სააკაშვილმა ეს თავდაცვის მიზნით გააკეთა.

მელიას თქმით, სააკაშვილი ციხიდან მალულად წაიყვანეს.

„რატომ უნდა დავუჯერო რატი ბრეგაძეს რაიმე? მითუმეტეს, როდესაც ის ამბობს, რომ 40 დღის მოშიმშილე ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ციხის ზედამხედველს?! მაპატიეთ, მაგრამ როდესაც ასე მალულად და ველურად იპარავენ პატიმარს ციხიდან, რომც მიეყენებინა თავდაცვის მიზნით რაიმე სახის შეურაცხყოფა, ეს ვინმეს უნდა გაუკვირდეს?! მოიტაცეს ადამიანი ხალხნო, ეს ნორმალურია?! ამდენი, ასიათასობით ადამიანი ღელავს და იმის ღირსი არ იყო საზოგადოება, რომ წინასწარ განცხადება გაეკეთებინა შესაბამის უწყებას და ეთქვა?!, – განაცხადა მელიამ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ნომერ მე-18 დაწესებულების თანამშრომლებს როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა.