რა თქმა უნდა, გრიგოლ ვაშაძე პარტიის წევრად რჩება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რჩება თუ არა გრიგოლ ვაშაძე პარტიაში, გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვაშაძე ლიდერებს შორის აღარ მოიხსენია.
ნიკა მელიას განცხადებით, ეროვნული ინტერესი დევს სასწორზე და ერთი ან ორი ლიდერი არაფერ შუაში აღარ არის.
„არ არის ესე. ნუ ეძებთ იმ საკითხებს, რომლებიც არ არებობს და მთლიანად მოხსნილია. ერთი ლიდერი, ორი ლიდერი, სამი ლიდერი ან პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები არაფერ შუაში აღარ არის. სახალხო, ეროვნული პროტესტია. ეროვნული ინტერესი დევს სასწორზე. 2020 წელია, გვინდა, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს არჩევნები, თუ არ გვინდა, რომ ჰქონდეს. ჩვენ მარტო ჩვენს ხმებს კი არ ვითვლით, ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.