ნიკა მელია - ქვეყნის მომავლისა და კეთილდღეობისთვის საუბარს წინ არაფერი უდგას, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა სულ სხვა რამეა
ქვეყნის მომავლისა და კეთილდღეობისთვის საუბარს წინ არაფერი უდგას, თანამშრომლობა სულ სხვა რამეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომაფრე ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მზად ირაკლი ღარიბაშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობისთვის.
„თანამშრომლობისთვის ხმამაღლა ნათქვამია, უბრალოდ, ამ ქვეყნის მომავლისა და კეთილდღეობისთვის საუბარს წინ არაფერი უდგას, სულ სხვა რამეა თანამშრომლობა. საუბარი მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სურვილი არსებობს, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა იქნას ხელშეწყობილი, მათ შორის ჩემი მხრიდანაც, მაგრამ ამას არ ქვია თანამშრომლობა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
რაც შეეხება შერიგების თემას, ნიკა მელიას განმარტებით, საუბარია სამოქალაქო თანხმობაზე, რაშიც იგულისხმება ფუნდამენტურ პრინციპებზე შეთანხმება.
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბევრი ადამიანი საუბრობს, ვინ ვის უნდა შეურიგდეს. შერიგებაზე არ არის აქ, როცა ვსაუბრობთ სამოქალაქო თანხმობაზე, სამოქალაქო თანხმობა იმას არ ნიშნავს, რომ ხელი ხელ ჩაკიდებულებმა მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებზე უნდა ვისეირნოთ. ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტურ პრინციპებზე შევთანხმდეთ და ასე იმართებოდეს სახელმწიფო. ამას ჰქვია კონსტიტუცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.