„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს
„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.
ნიკა მელიამ ყრილობის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და მათ სიტყვით მიმართა.
„სხვადასხვა დროს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბევრი წასულა და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს, მაგრამ, ბუნებრივია, იბადება კითხვა – როგორ ხდება, რომ ბევრი მიდის, წასულან დიდებიც, წასულან ბევრნიც, ცოტაც, მაგრამ ეს მოძრაობა კიარ სუსტდება, არამედ პირიქით, ძლიერდება და გაძლიერებულა, რა არის ამის მიზეზი? ამას აქვს მარტივი ახსნა, „ნაციონალური მოძრაობა“არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება, ეს არ არის პერსონების მოძრაობა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ამიტომაც ვერც ერთი ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს, ვერ ამარცხებს. ეს არ არის პერსონების მოძრაობა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მეტი, ვიდრე პარტია. ის, რაც 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო, ვგულისხმობ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას, არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და სულ ახლახანს არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს, როგორც შეცდომას, ისე გამოასწორებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.