ნიკა მელია - პარტია დღითი დღე ძლიერდება, ამის ფრთა და იმის ფრთა არ განიხილება, პარტიის უკან პატრიოტი ამომრჩეველი დგას
ნიკა მელია - პარტია დღითი დღე ძლიერდება, ამის ფრთა და იმის ფრთა არ განიხილება, პარტიის უკან პატრიოტი ამომრჩეველი დგას

არ არსებობს არანაირი ფრთა, არსებობს გულმხურვალე პატრიოტი ამომრჩეველი, რომელიც დგას ამ პარტიის უკან და მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანების დამსახურებით, ეს პარტია დღითი დღე ძლიერდება. ამიტომ ამის ფრთა და იმის ფრთა არ განიხილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მელიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, სხდომაზე ხომ არ იყო საუბარი გრიგოლ ვაშაძის ფრთაზე.

„მინდა, გითხრათ, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის სიით გასული რომელიღაც ადამიანი შევა პარლამენტში, ეს არის „ქართული ოცნება“. რითი აიძულებთ ივანიშვილს, რომ წამოვიდეს კომპრომისზე? ბიძინა ივანიშვილს – ოლიგარქს, ერთპიროვნულ მმართველს. ამაზე ვერ დავობს ვერავინ. ვერ დავობს ვერც „პოსტ ტვ“, ვერც ტელეკომპანია „იმედი“, ვერ დავობენ ვერც „მაესტრო“, „რუსთავი 2“, ვერ დავობენ, რომ ოლიგარქი მართავს ამ ქვეყანას. ვერ დავობენ, რომ პოლიტიკური ოპონენტები იდევნებიან ამ ქვეყანაში. ეს ხომ ფაქტია. პროსახელისუფლებო არხებიც ვერ დავობენ ამაზე. ამიტომ, როდესაც ერთპიროვნულ მმართველს ერთპარტიული პარლამენტი ექნება, ოლიგარქს კარგად ესმის, რომ ეს არის მისთვის მომაკვდინებელი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.