ნიკა მელია - ორი კვირის შემდეგ შესაძლებლობა მექნება, ვაშინგტონში გავმართო შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ვაშინგტონში კონგრესმენებთან და სენატორებთან პერსონალური შეხვედრები ექნება.
როგორც ნიკა მელიამ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მას შეხვედრები ექნება ასევე სახელმწიფო დეპარტამენტშიც.
„ორი კვირის თავზე შესაძლებლობა მექნება უკვე ვაშინგტონში გავმართო შეხვედრები სენატორებთან და დამატებით სენატორებთან, კონგრესმენებთან, სახელმწიფო დეპარტამენტში მექნება შეხვედრები და ვფიქრობ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, რომელიც საზოგადოების ინტერესშია, მაგრამ არ მიდის ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით. მე მგონი, „ქართულ ოცნებაში“ თავადაც აცნობიერებენ, რომ ამ რეჟიმს გასაქანი არ მიეცემა და კმარა, ის რაც, 9 წლის განმავლობაში ფეხქვეშ გათელა რეჟიმმა, ყოველგვარი დემოკრატიული ღირებულებები და ფასეულობები პრაქტიკულად ამოაშთო საძირკველიდან. ახლა უფრო მეტი შრომა გვიწევს, რომ საწყის ეტაპს დავუბრუნდეთ, დასანანია, რომ 2012 წლიდან ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანა განვითარებულიყო და ის წარმატებები, რომელიც სახეზე იყო, უკან დაქაჩა ხელისუფლებად და პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, ამ ქვეყანას არათუ ცუდი ხელისუფლება ჰყავს რეჟიმის სახით, არამედ, საერთოდ არ ჰყავს“, – განაცხადა მელიამ.