ნიკა მელია - ოპოზიციის რიგებში როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, ჩემთვის ეს უფრო საზიანოა და სახელმწიფოებრივად მძიმე შედეგის მომტანია
ნიკა მელია - ოპოზიციის რიგებში როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, ჩემთვის ეს უფრო საზიანოა და სახელმწიფოებრივად მძიმე შედეგის მომტანია

ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ოპოზიციის რიგებში როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლა უნდათ, ჩემთვის ეს უფრო საზიანოა და სახელმწიფოებრივად უფრო მძიმე შედეგის მომტანია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ხელისუფლება რას გააკეთებს, ეს უკვე ყველამ იცის და ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად არის ამ ხელისუფლების ცვლილება, რაც გარდაუვალია.

„ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები გასაგებია, ამაზე კომენტარი ზედმეტია. არ მინდა, აქ, ტაძრის ეზოში ვიდგე და ვისაუბრო ხელისუფლებაზე. ხელისუფლებას თავი დაანებეთ, არიან ადამიანები, რომლებსაც ოპოზიციონერებად მოაქვთ თავი, დგანან და „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, უწონებენ საგარეო პოლიტიკას, ამბობენ, რომ ძალიან ქმედითი და პროდუქტიული ნაბიჯები იდგმება ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ოპოზიციის რიგებში როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლა უნდათ, ჩემთვის ეს უფრო საზიანოა, ეს სახელმწიფოებრივად უფრო მძიმე შედეგის მომტანია, რადგან ოპოზიციის ქურქში გახვეული ადამიანები ამას საუბრობენ. რომელიმე პარტიას არა, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ.

მიაქცევდით ალბათ ყურადღებას, ეს უფრო საგანგაშოა და სანერვიულოა, ვიდრე ხელისუფლება რას გააკეთებს, რადგან ხელისუფლება რას გააკეთებს, ეს უკვე ვიცით. ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად არის ამ ხელისუფლების ცვლილება, რაც გარდაუვლია. ხელისუფლების მხრიდან მოლოდინი, რომ სახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს ან ღირსეულად მიაგებს პატივს გმირებს, მე პირადად არ მაქვს. ამ ყველაფერს შეგუებული ვარ იმდენად, რამდენადაც ჯერ ეს ხელისუფლება არის მართვის სადავეებთან. ყველაფერი უნდა გავაკეთო მე, თქვენთან ერთად, რომ ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან არ იყოს, მაგრამ ოპოზიციონერს, რომელსაც ოპოზიციონერს ვეძახით და უფრო მძიმე განცხადებები კეთდება მათი მხრიდან, ვიდრე იგივე ირაკლი კობახიძისა და ღარიბაშვილს მხრიდან, ეს ნამდვილად საგანგაშოა“, – განაცხადა მელიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე გულისხმობს თუ არა გრიგოლ ვაშაძეს, ნიკა მელიამ აღნიშნა: „კომენტარი გავაკეთე უკვე“.