ნიკა მელია - ნურავინ ნურავის მიაყენებს შეურაცხყოფას და ეტყვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა გადაწყდეს, ვინ უკეთ დააგებს ასფალტს, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, სადაც უნდა დავადასტუროთ, რომ ამაყი ხალხი ვართ
მგონი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს, ხოლო ახლა ამბობს, ის თავისით გადმოვარდაო, არა არის ხელისუფლება და არც რეჟიმი, – ამის შესახებ ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელიამ მოუწოდა მოქალაქეებს, არჩევნების გზით ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გასცენ.
„პირველ რიგში, სოლიდარობა ლევან აბლოთიას, ახალგაზრდა ადამაინს, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ასე უბრალოდ მოუნდა ბიძინა ივანიშვილის სუს-ის ხელქვეითებს და გადმოაგდეს მეორე სართულიდან. სოლოდარობა მთელ „მთავარ არხს“ და მთელ ჟურნალისტთა კორპუსს. სოლიდარობა და გამძლეობა იმ ადამიანებს, ვინც მართლაც გადაჭარბების გარეშე ბრძოლის ავანგარდში დგანან და იღებენ დარტყმას პირველი საკუთარ თავზე თითოეული ჩვენგანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მომავალი, უკეთესი საქართველოს სახელით იბრძვიან. მგონი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს, ხოლო ახლა ამბობს, ის თავისით გადმოვარდაო, არა არის ხელისუფლება და არც რეჟიმი.
ძვირფასო მეგობრებო, კობახიძე, მდინარაძე, კალაძე, ღარიბაშვილი არიან უბრალოდ მოლაპარაკე თავები, ამ ქვეყანას მართავს თავიდან ბოლომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ასე ჰქვია ამ სამსახურს, მაგრამ ემსახურება მხოლოდ ერთ ადამაინს. ჩვენ ახლა გვაქვს ცივილიზაციური არჩევანი, ნურავინ ნურავის მიაყენებს შეურაცხყოფას და ნუ ეტყვის, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, არჩევნები, სადაც უნდა გადაწყდეს, ვინ უკეთ დააგებს ასფალტს და მოკირწყავს გზას ქვაფენილით უკეთესად და უკეთესი ხარისხის ქვას დააგებს.
ეს არის ცივილიზაციური არჩევანი ან ქუჩებში გვხოცავენ ან ვერ გვხოცავენ, ან გვაშანტაჟებენ ან ვერ გვაშანტაჟებენ, გვართმევენ მომავალს ან ვერ გვართმევენ, ჩვენი ბავშვები, თქვენი ბავშვები იამაყებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებით ან ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ ქვეყნიდან წასვლაზე. ეს არჩევანია და არა ის არჩევანი, რომელსაც ბედავს სუს-ის დამქაშები და ბედავენ, საუბრობენ, მათ შორის გამოდის ადამიანი და საუბრობს, რომ ეს თვითმმართველობის არჩევანია. ბატონი კალაძე მყავს მხედველობაში, მე არ მეხება, ვინ ვის უღებს, ვინ ვის ჩაგრავს, ვინ ვის აშანტაჟებს, მე ვარ დაკავებული საქმითო და ამათი საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რითიც არის დაკავებული ქარელის მერობის კანდიდატი, მეტსახელად ოსტატი, რომელიც თურმე 2008 წელს გადმოუბირებია და რომლის პირდაპირი მოვალეობა ყოფილა სათვალთვალო კამერების დამონტაჟება მაღალი თანამდებობების პირებისთვის. ასეთი ადამინებით არის დაკომპლექტებული ყველა ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ოლქების კანდიდატების სახით. ხალხნო, ეს არის უბრალოდ არჩევნები, სადაც უნდა დავადასტუროთ, ამაყი ხალხი ვართ ან უბრალოდ მასა ვართ, რადაც მივაჩნივართ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, მოვიკრიბოთ ძალები და საკადრისი პასუხი გავცეთ, ვიდრე ჩვენს შვილებს, შვილისშვილებს, მშობლებს გადმოგვიყრიან მეორე, მესამე, მეოთხე სართულიდან; სადაც მთავარ გამზირზე, რუსთაველის გამზირზე სცემენ ახალგაზრდებს და შემდეგ გამოვა სუს-ის დავერბოვკებული, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, ბატონი კობახიძე თუ მდინარაძე და სხვები, იტყვიან, რომ ეს ყველაფერი არ ხდება, ჩვენ მაგრები ვართ, რადგან მილიარდები გვაქვს. მერე რა, რომ თქვენ ბევრნი ხართ. ამიტომ პირველ რიგში, დავაჯეროთ საკუთარი თავები ორ ოქტომბერს და არ მივცეთ მართლაც ამ მასას საშუალება, ჩვენს შვილებს მომავალი წაართვან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.