ნიკა მელია - მორალურად გავძლიერდი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბევრად ენერგიული ვიქნები
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტის შესახებ წერს.
„მორალურად გავძლიერდი – ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბევრად ენერგიული ვიქნები“, – წერს მელია.
დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიების ახალი დოკუმენტი წარუდგინა. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.
„საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში, განიხილონ პოლიტიზებულად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რაც ექვივალენტურ შედეგს გამოიმუშავებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მორალურად გავძლიერდი – ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბევრად ენერგიული ვიქნები! – ნიკა მელია
Posted by Nika Melia / ნიკა მელია on კვირა, 18 აპრილი, 2021