ნიკა მელია - მნიშვნელოვანია, დღეს, 19:00 საათზე ძალიან ბევრნი ვიყოთ რუსთაველზე, პარლამენტთან
ნიკა მელია - მნიშვნელოვანია, დღეს, 19:00 საათზე ძალიან ბევრნი ვიყოთ რუსთაველზე, პარლამენტთან

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სიტყვით გამოსვლისას მელიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეიკრიბონ.

„მნიშვნელოვანია, შვიდ საათზე ჩვენ და კიდევ ძალიან ბევრნი ვიყოთ რუსთაველზე, პარლამენტთან. დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.