ნიკა მელია - მივმართავ პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, დადექით ჩემთან ერთად და გააპროტესტეთ უსამართლობა
მივმართავ ჩემ მეგობრებსაც და პარტნიორი ქვეყნის ელჩებსაც ჩვენს ქვეყანაში, დადექით ჩემთან ერთად და გააპროტესტეთ უსამართლობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებად გლდანის რაიონში არჩევნების წაგება ყველაზე მეტად არ უნდოდა.
„გაქცეული აქვთ სადავეები და იმდენად დამოკიდებულები არიან კრიმინალებზე, რომ რომ მოინდომონ, ვეღარ გააჩერებენ, გესმით თქვენ? ბოღმა ამოძრავებთ, პოლიტიკური ბოღმაც, მათ შორის, სადმე თუ არ უნდოდათ წაგება, ეს იყო გლდანი, მაგრამ წააგეს. წააგებენ მთავარ ბრძოლას, ბოლომდე ჩამოგხსნით ნიღაბს. არავინ გაბედოს და მითხრას, რომ ამ ყველაფერს უნდა შევეგუო. მივმართავ ჩემ მეგობრებსაც და პარტნიორი ქვეყნების ელჩებსაც ჩვენ ქვეყანაში, მოდით და დადექით ჩემთან ერთად და გააპროტესტეთ უსამართლობა. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ძალადობენ, ვერ ხედავთ, რომ სულ უფრო ახლოს და ახლოს ეცემა ის ნაღმები, რომელიც ქვეყანაში ძალიან დიდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. მაინცდამაინც შუბლი უნდა გამიხვრიტონ მე ან ჩემ მეგობრებს, რომ მიხვდეთ ? არჩევნებზე იძალადეს და კვლავ ძალადობას აპირებენ? არ იქნება უკან დახევა და სრულიად სერიოზული ვარ ამაში“, – განაცხადა მელიამ.