ნიკა მელია - მე და მიხეილ სააკაშვილი, ბევრი მიზეზის გამო, არასოდეს ვიქნებით ერთ პარტიაში
მე და მიხეილ სააკაშვილი, ბევრი მიზეზის გამო, არასოდეს ვიქნებით ერთ პარტიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მელიას თქმით, ეს ძალიან გულწრფელი პასუხია.
„არ ვარ მის პარტიაში და არც ვაპირებ, ერთხელ ვთქვი ეს გულწრფელად. ფლირტით კი არ ვარ დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთან, შეგნებულად, გულწრფელად ვთქვი, რომ მე და მიხეილ სააკაშვილი, ბევრი მიზეზის გამო, არასოდეს ვიქნებით ერთ პარტიაში. ეს ძალიან გულწრფელი პასუხია. ამავე დროს, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, სუფთა რეპუტაციის მქონე ათასობით ადამიანის ძალისხმევით მოხდება ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრების ერის დასრულება. ეს ის ადამიანები არიან, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არიან ან არ იქნებიან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.