ნიკა მელია - მაინტერესებს, ვინმემ მიზანი ხომ არ შეიცვალა, შესაძლებელია, არსებობენ კოლეგები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 2024 წლამდე უნდა მოიცადონ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის კოლეგებთან კონსულტაციები მნიშვნელოვანია, რადგან დააზუსტოს, ვინმემ მიზანი ხომ არ შეიცვალა.
როგორც მელია აცხადებს, შესაძლოა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის მისაღებია 2024 წლამდე დაელოდონ ახალ არჩევნებს.
„არავინ არავინ მოვატყუოთ. ჩვენ რომ ვიცოდეთ, ხვალ არის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნები, ოპოზიციურ პარტიებს შორის პაექრობა უნდა წარიმართოს. ნორმალურია ეს, მაგრამ ჩვენ ეს მოპოვებული არ გვაქვს. ჩვენ საზოგადოებასთან გულწრფელები უნდა ვიყოთ. მაინტერესებს, ვინმემ მიზანი ხომ არ შეიცვალა. შესაძლებელია, არსებობენ კოლეგები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 2024 წლამდე უნდა მოიცადონ და მათთვის არ არის მნიშვნელოვანი კარსმომდგარი არჩევნები ოქტომბრის თვეში. შესაძლებელია, ვინმე თვლიდეს, რომ მათთვის პრაგმატულად არ არის მისაღები, რომ ბრძოლაში შევიდნენ ახლა. ესეც უნდა ვიცოდეთ. დარწმუნებული ვარ, გამოიკვეთება ბირთვი, ვინც ალალმართალ ბრძოლაში კი არ ჩაერთვება, არამედ გააღვივებს ამ ბრძოლას“, – განაცხადა მელიამ.