ნიკა მელია - ხვალიდან ჩვეულებრივად ვმუშაობ, მექნება შეხვედრები, მოსკოვის პროსპექტზე გასვენებაში მივდივარ
ნიკა მელია - ხვალიდან ჩვეულებრივად ვმუშაობ, მექნება შეხვედრები, მოსკოვის პროსპექტზე გასვენებაში მივდივარ

ხვალიდან ჩვეულებრივად ვმუშაობ, მექნება შეხვედრები, მოსკოვის პროსპექტზე გასვენებაში მივდივარ, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ წამყვანის კითხვას, რას აპირებს ხვალიდან. 

ამასთან, მელიამ განაცხადა, რომ ხვალ ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან პარტიის ოფისში შეხვედრას გამართავს.

„10:30 საათზე მაქვს შეხვედრა ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც ხვალ დილით ჩამოფრინდება თბილისში. გაიმართება შეხვედრა. მოდის პარტიის ოფისში. ამის შემდეგ ვაპირებ გასვენებაში მისვლას, იქიდან მოსვლას. შემდეგ შეხვედრების გამართვას. ჩვეულებრივად ვმუშაობ. მოსკოვის პროსპექტზე მივდივარ ხვალ გასვენებაში. დათო ჟღენტს გარდაეცვალა ბაბუა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.