ნიკა მელია - ხშირად ხდება ცხოვრებაში, არა მარტო პოლიტიკაში, როცა ძალიან ახლოს ხარ მიზანთან, ამ დროს შენ იღლები და ფარ-ხმალს ყრი
ნიკა მელია - ხშირად ხდება ცხოვრებაში, არა მარტო პოლიტიკაში, როცა ძალიან ახლოს ხარ მიზანთან, ამ დროს შენ იღლები და ფარ-ხმალს ყრი

ხშირად ხდება ცხოვრებაში, არა მარტო პოლიტიკაში, როცა ძალიან ახლოს ხარ მიზანთან, ამ დროს შენ იღლები და ფარ-ხმალს ყრი, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ზელენსკის მაგალითი მინდა, მოვიყვანო, სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ომის გამო გამოვლინდა, მისი ძლიერი პოლიტიკური უნარ-ჩვევები ომის პროცესში გამოვლინდა, მაგრამ ვიდრე რუსები შეიჭრებოდნენ უკრაინაში და ეცდებოდნენ დაპყრობას, ზელენსკის პოლიტიკური პარტია იყო უსუსტესი პარტია. ის კარგავდა გავლენას რეგიონებში. იგივე იყო ქალბატონი სანდუ, მოლდოვას დღევანდელი პრეზიდენტი. მე და ხატია დეკანოიძეს გვქონდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა და მან თავად თქვა, რომ თუ ვინმე მაკრიტიკებდა, მაკრიტიკებდა ძალიან მჭახედ და მეუბნებოდნენ, მაშინდელ ოლიგარქთან მიმართებაშიო, რომ ამ უენერგიო, უმოტივაციო ქალბატონმა როგორ უნდა დაამარცხოს პლახატნუკი და შედეგი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. რწმენის საკითხი არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციაში. ათიდან ხუთი ოპოზიციონერი დავინახე, არ ჯერა გამარჯვების და თქვენ იმის გიკვირთ, რომ საბურთალოზე, ბახტრიონი ქუჩაზე იყოს თბილისელი და გითხრათ იგივე? მოდიან ადამიანები, სხდებიან და არ ჯერათ გამარჯვების. არიან ადამიანები, ვისაც უნდათ, ამოწურონ საკუთარი საპარლამენტო მანდატი, რადგან ზუსტად იცის, რომ შემდეგ საპარლამენტო მოწვევის ფარგლებში დეპუტატი ვერასოდეს ვერ გახდება და მისი ხელფასის ტყვე ვერ გავხდებით. 10 წელიწადი ამ ბრძოლაში როდესაც ვართ ყველანი, არ არის ადვილი შენ მუდმივად გყავდეს საკუთარი ამომრჩეველი მოწოდების სიმაღლეზე განსაკუთრებით არასაარჩევნო პერიოდში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.