ნიკა მელია - ხალხის ნება უნდა აღსრულდეს, ქვეყანამ უნდა დაიწყოს კოალიციური მმართველობა, კოალიციური ცხოვრება გარდაუვალია
ნიკა მელია - ხალხის ნება უნდა აღსრულდეს, ქვეყანამ უნდა დაიწყოს კოალიციური მმართველობა, კოალიციური ცხოვრება გარდაუვალია

ხალხის ნება უნდა აღსრულდეს, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება ხალხს უნდა გადააბაროს, ქვეყანამ უნდა დაიწყოს კოალიციური მმართველობა, კოალიციური ცხოვრება გარდაუვალია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ვულოცავ ქართულ საზოგადოებას, ყველამ ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა. ძალიან ბევრი ათასი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ურნებთან და ხმა მისცა არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ ცვლილებას. დღევანდელმა დღემ დაადასტურა, დაარწმუნა ყველა, რომ ქართველ ხალხს და ჩვენ გვაქვს ის, რაც ვერასდროს ექნება ოლიგარქს – ეს არის სიმართლე, რწმენა, ღირსება, ეს არის სიმრავლე. გვიხარია, რომ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, ესე იგი რაღაც სწორად გაგვიკეთებია და მადლობა ამომრჩეველს ამისთვის, მაგრამ არანაკლებ მიხარია, ოთხივე პოლიტიკურმა ჯგუფმა რომ გადალახა ბარიერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ხალხის ნება უნდა აღსრულდეს.

„ივანიშვილმა ხელისუფლება ხალხს უნდა გადააბაროს, ქვეყანამ უნდა დაიწყოს კოალიციური მმართველობა, კოალიციური ცხოვრება გარდაუვალია“,- განაცხადა ნიკა მელიამა.

სამმა ქართულმა ტელეარხმა – „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.