ნიკა მელია - როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში აზვირთდება, დიახაც, შეიძლება, გადაიზარდოს მშვიდობიან რევოლუციაში
ნიკა მელია - როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში აზვირთდება, დიახაც, შეიძლება, გადაიზარდოს მშვიდობიან რევოლუციაში

ივანიშვილი ან ნიშნავს არჩევნებს და საღი აზრის ფარგლებში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ ან „ლელოს“ ოფისებში პოლიტიკოსები არჩევნების გაყალბების თემა შეკრიბა.

„დავაკვირდეთ ამ ხალხს, ვინც აქ არის შეკრებილი. ბევრი არაფერი ჩვენ არ გვაერთიანებს. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ან იმავე „ლელოს“ ოფისში, ან სხვადასხვა ფორმატში. უსამართლობამ შეგვკრიბა, არჩევნების გაყალბების თემამ.

არჩევნების გაყალბება იყო ის საკითხი, რამაც ჩვენ გაგვაერთიანა და მართლაც, წარმოუდგენელი შედეგია ამ დროისთვის მიღწეული, როდესაც ოპოზიციამ არ გაუფორმა ივანიშვილს მოპარული არჩევნები. ეს ძალისხმევა გაძლიერდება ოპოზიციის მხრიდან და გაგრძელდება ბრძოლა, ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩატარდება. ამაზე იყო საუბარი დღეს ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, გეგმა არის.

გეგმა იქნება. არის გეგმა, რომელიც არ არის აუცილებელი, ახლა თქვენ იცოდეთ, მაგრამ მთავარი ბუნებრივია, არის ის, რომ ან ივანიშვილი ნიშნავს არჩევნებს და საღი აზრის ფარგლებში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს.

როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, როდესაც ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, როდესაც სასამართლო სისტემა აღარ არსებობს როგორც ასეთი, ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და საზოგადოებაში აზვირთდება, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ეს უკმაყოფილება გადაიზრდება და ტრანსფორმირდება, შეიძლება მათ შორის დიახაც, მშვიდობიან რევოლუციაში“, – განაცხადა ნიკა მელია.