ნიკა მელია - გიგა ბოკერიამ თუ თქვა, რომ შიმშილობით მე რაღაც გავიხანგრძლივე, ის არის უსინდისო
გიგა ბოკერიამ თუ თქვა, რომ შიმშილობით მე რაღაც გავიხანგრძლივე, ის არის უსინდისო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, სადაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „გიგა ბოკერია ამბობს, ლიდერმა შიმშილობით რაღაც გაიხანგრძლივა“.
„სად უნდა გაიხანგრძლივო? ვინ იგულისხმა ლიდერში? ასე თქვა? თუ თქვა, უსინდისოა ეს ადამიანიც, თუ ასე თქვა, გადაეცით, რომ უსინდისოა. თუ სადმე მექნება შესაძლებლობა, ნამდვილად უნდა მოისმინოს პირადადაც და ახლაც მოისმენს, თუ ეს მართლა მას აქვს ნათქვამი, უსინდისოა. გეთქვათ ბარემ სახელი და გვარი, დაგესახელებინათ თუ მან თქვა, მორჩა, გათავდა. ადამიანები ცდილობენ ნიშის მოძებნას, ოღონდ რაღაც ეთერში მოხვდნენ, ეთერში მოხვედრას ცდილობენ“, – განაცხადა მელიამ.