ნიკა მელია - გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და სააკაშვილი გათავისუფლდება? ანუ, მხარდაჭერა გაიზრდება, თუ რა შეიცვლება
ნიკა მელია - გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და სააკაშვილი გათავისუფლდება? ანუ, მხარდაჭერა გაიზრდება, თუ რა შეიცვლება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიისთვის ცუდი სწორედ ის იქნება, თუ თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს.

მელიას განმარტებით, თუ რამე იქნება ღალატი, იქნება სწორედ ეს ნაბიჯი. ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარის შეცვლით მხარდაჭერა არ გაიზრდება.

„რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვისაც პატივს ვცემ, ჰქონდათ სხვადასხვა ტაქტიკური მოსაზრება, მაგრამ როდესაც ესაუბრები და ვჯერდებით, ბუნებრივია, ვაგრძელებთ გზას. მე ახლა პარტიისთვის თუ ცუდი მინდა, ლეგიტიმური საფუძველი მაქვს, მსოფლიოში ვერც ერთი ადამიანი ვერ მომედავება, ახლა თქვენს ეთერში რომ მეთქვა, უი, 300 ადამიანი ხართ, რომლებიც უკმაყოფილო ყოფილხართ, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და, მოდით, პარტიის რიგით წევრად დავრჩები. თუ რამე იქნება ღალატი, ეს იქნება, ეს ერთი და მერე რა? აი რა, ახლა გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? ანუ, მხარდაჭერა გაიზრდება, თუ რა შეიცვლება? ხომ გესმით.

პირველ რიგში, მე ვარ დაინტერესებული. მე რომ ვხედავდე ალტერნატიულ, ქმედით წინადადებას, ან ვისმენდე, ღმერთი, რჯული მხოლოდ გამიხარდება. არ გამიგია უბრალოდ, არ მსმენია გარდა იმისა, რომ მელიამ რატომ დაშალა აქცია 14 ოქტომბერს. ეს ერთადერთი, კიბატონო. დავუშვათ, ხვალ რომ 50 ათასი კაცი შეიკრიბოს, რას ვაკეთებთ? პოლიტიკური პროცესებით უნდა მივიდეთ საპროტესტო აქციებამდე“, – განაცხადა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.