ნიკა მელია - გაიგეთ კანონიერო ქურდებო, გაიგეთ ვითომ ძველო ბიჭებო და კრიმინალებო, თქვენ ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში
ნიკა მელია - გაიგეთ კანონიერო ქურდებო, გაიგეთ ვითომ ძველო ბიჭებო და კრიმინალებო, თქვენ ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში

გაიგეთ კანონიერო ქურდებო, გაიგეთ ვითომ ძველო ბიჭებო და კრიმინალებო, თქვენ ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ამ ქალაქის მომავალი არის მრავალფეროვანი კოალიციური მმართველობა, სადაც ძველ ბიჭებს ექნებათ ადგილი, მაგრამ ვეღარ იქნებიან იმ მდგომარეობაში, რომ ხალხი დაჩაგრონ.

„შუქს აქრობენ. მინდოდა მთელ საქართველოს ეხილა ეს. ყოველგვარი ემოციების გარეშე, ახლა ემოციების დრო არ არის. ყველანი ხალხო, ძალიან მშვიდები ვიყოთ, ჩვენ არ ავყევით ამათ დაპირისპირებასა და ზიზღის ფრქვევაში, შედეგად მივიღეთ ის, რომ „ქართული ოცნება“ დღეს მარცხდება. რა თქმა უნდა, ეს საარჩევნო დივერსიაა. პარალელურად ხდება ვითომ მოძველბიჭო ელემენტების მობილიზაცია, სადაც აქრობენ შუქს. გაიგეთ კანონიერო ქურდებო, გაიგეთ ვითომ ძველო ბიჭებო და კრიმინალებო, თქვენ ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში. ამ ქალაქის მომავალი არის მრავალფეროვანი კოალიციური მმართველობა, სადაც თქვენ გექნებათ ადგილი, მაგრამ ვეღარ იქნებით იმ მდგომარეობაში, რომ ხალხი დაჩაგროთ. ვეღარ იქნებით იმ მდგომარეობაში, რომ იყოთ სუს-ის მიერ მართული, თქვენც გაგათავისუფლებთ ამ ტყვეობიდან. მე მაქვს უფლება ვიჯდე ოფისში და ვუყურო უბნის გაყალბებას? ახლა “ოცნება” დამარცხებული რომ არ იყოს, მათ ინტერესში შედის შუქის ჩაქრობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.