ნიკა მელია - გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიკვეთება, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში
ნიკა მელია - გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიკვეთება, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული „ნაციონალური მოძრაობა“ შევა თუ არა პარლამენტში ან მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული თემაზე ვერ ისაუბრებს.

ვარიაციებზე ვერ ვისაუბრებ. ეს ხომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოიკვეთება, შევა „ნაციონალური მოძრაობა“- ბლოკი პარლამენტში ისე, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერს, თუ შევა და დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, საერთოდ არ შევა პარლამენტში, თუ შევა კონკრეტული დათქმით ან გარკვეული პერიოდის შემდეგ. უამრავი სხვადასხვა ვარიაციაა. თუ რამე შეიძლება მოსაწყენი გახდეს საზოგადოებითვის, ეს ყოველდღიური ბანალური კითხვებია, რას ვაპირებთ და ჩემგან იგივე იდენტური პასუხები ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა მელიამ.