ნიკა მელია - ელჩების კრიტიკის ანტიდასავლურ კამპანიად მონათვლა არის სახელისუფლებო მედიის სურვილი
ნიკა მელია - ელჩების კრიტიკის ანტიდასავლურ კამპანიად მონათვლა არის სახელისუფლებო მედიის სურვილი

ელჩების კრიტიკის ანტიდასავლურ კამპანიად მონათვლა არის სახელისუფლებო მედიის სურვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ელჩებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, თავდასხმასა და კრიტიკას შორის უდიდესი სხვაობაა.

„თავდასხმასა და კრიტიკას შორის უდიდესი სხვაობაა. უბრალოდ კრიტიკაა და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის მთელ მსოფლიოში. კრიტიკის ანტიდასავლურ კამპანიად მონათვლა არის უბრალოდ სახელისუფლებო მედიის სურვილი, რომელსაც ამ შემთხვევაში, თქვენ წარმოადგენთ. როგორ შეიძლება, პროსახელისუფლებო მედია ანტიდასავლურ კამპანიაში ადანაშაულებდეს ოპოზიციას“, – განაცხადა მელიამ.