ნიკა მელია - დროის საკითხია, იქნება თუ არა ივანიშვილი დასავლეთის მიერ სანქცირებული სუბიექტი, ის არის უმკაცრესი მონიტორინგის ქვეშ, შეექმნა სერიოზული პრობლემები, რაც შემთხვევით არ ხდება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ დროის საკითხია, ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ არა დასავლეთის მიერ სანქცირებული სუბიექტი.
მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი არის უმკაცრესი მონიტორინგის ქვეშ და მას უკვე შეექმნა სერიოზული პრობლემები სხვადასხვა ტრანზაქციასთან, მის კუთვნილებაში არსებული პირადი ქონების გაყიდვა, არ გაყიდვასთან მიმართებაში და ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება.
„სანქციებთან დაკავშირებითაც ყველა ფორმატში მიმდინარეობს საუბარი, სულ მცირე დისკუსია და ვფიქრობ, არც თუ ისე უშედეგოდ. ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ არა დასავლეთის მიერ სანქცირებული სუბიექტი ან არ იქნება, ეს, რა თქმა უნდა, დროის საკითხია, მაგრამ ფაქტი არის ძალიან ჯიუტი – ბიძინა ივანიშვილი არის უმკაცრესი მონიტორინგის ქვეშ, მისი ეკონომიკური საქმიანობა არის მოქცეული ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ და უკვე მას შეექმნა მისთვის სერიოზული პრობლემები, მე ვფიქრობ, სამართლიანი, სხვადასხვა ტრანზაქციასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მის კუთვნილებაში არსებული პირადი ქონების გაყიდვა, არ გაყიდვასთან მიმართებაში. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. თუ არ ხარ მორიტორინგის ქვეშ, შენ ასეთ შეფერხებებს არ აწყდები დასავლეთის მხრიდან. დროის საკითხია. ჩვენ დრო ნათლად დაგვანახებს, რამდენად მივა ეს პროცედურები და პროცესი იმ წერტილამდე, როდესაც კიდევ ერთი, მორიგი რუსული წარმომავლობის ოლიგარქი იქნება დასავლური სანქციის ქვეშ მოყოლილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრის შემდეგ.