ასეთი გულმოდგინე პარლამენტი გინახავთ? სართულიდან სართულზე, კაბინეტიდან კაბინეტში დარბიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პლენარული სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც მისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას უნდა უყარონ კენჭი.
„რა პროკურატურა, რა პარლამენტი, რა იუსტიციის სამინისტრო? შემთხვევითი ეს პროცესი არ არის. დღეს უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რასთან გვაქვს საქმე. ნუ მიაწერთ შემთხვევითობას, რომ პარლამენტში პროცესი დილის 09:00 საათიდან მიდის და პარალელურად გავრილოვი მოსკოვიდან განცხადებებს აცხობს. შემთხვევითობას ამას ნუ მიაწერთ, ნებისმიერი მოქალაქე მიხვდება, საქმე რასთან გვაქვს. ასეთი გულმოდგინე პარლამენტი გინახავთ? სართულიდან სართულზე, კაბინეტიდან კაბინეტში დარბიან.
ივანიშვილს ვალდებულება აქვს, თუ ვინმე კომფორტულად არ გრძნობს თავს, ივანიშვილი იმის შემდეგ, რაც დარბაზში და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვდა. რაც გავრილოვთან მოხდა, პუტინმა დამცირებულად იგრძნო თავი. რაღაც ვალდებულებები ბოლომდე ვერ შეუსრულა ივანიშვილმა. ჯერ მოსკოვი ამბობდა, რომ გამოძიების პროცესში ჩაგვრთეთო, ამის შემდეგ განცხადება გაკეთდა, რომ დეპუტატებიც უნდა დაისაჯონო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.