„ნაციონალური მოძრაობა“ ყველა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსთან და საზოგადეობის წევრთან თანამშრომლობს, – ამის შესახებ დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატს კრიტიკა არ აპატია.
„ჭიჭინაძეს შემთხვევა ნათელი ილუსტრაციაა, რომ ადამიანი, რომელმაც გამოთქვა განსხვავებული მოსაზრება მთელ რიგ საკითხებზე დანარჩენი „ქართული ოცნების“ დეპუტაციისგან, დასაჯეს. დასაჯეს იმით, რომ „ქართული ოცნების“ რიგებიდან გარიცხეს, მაგრამ ვფიქრობ, „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვა ეს არ არის დასჯა და ეს არის პატივი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
დეპუტატი გედევან ფოფხაძე გუშინ პარტია „ქართული ოცნებიდან“ უმრავლესობის დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად, კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან“.