ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე ევროპარლამენტარებს, ანა ფოტიგასა და სვენ მიკსერს შეხვდნენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ლიდერი ხატია დეკანოიძე ევროპარლამენტარებს, ანა ფოტიგასა და სვენ მიკსერს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის საგარეო სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიქაილ ზიბერტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მრჩეველი საიმონ მორდიუსი, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაჩეი პოპოვსკი.
„შეხვედრის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც გახსნის ფანჯარას რეალური დემოკრატიული ცვლილებებისათვის. როგორც მელიამ აღნიშნა, ეს ქვეყანაში ოლიგარქის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, სახელმწიფო მიტაცების შეკავებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის წინაპირობა იქნება“,- აღნიშნულია ენმ-ის პრესსამსახურის ინფორმაციაში.