ნიკა მელია - ამომრჩევლები, რომლებსაც ხმის მიცემის დროს ტექნიკური შეფერხება ჰქონდათ, 19:00 საათიდან მიიღებენ ახალ სმს გზავნილებს განახლებული კოდებით
ნიკა მელია - ამომრჩევლები, რომლებსაც ხმის მიცემის დროს ტექნიკური შეფერხება ჰქონდათ, 19:00 საათიდან მიიღებენ ახალ სმს გზავნილებს განახლებული კოდებით

საარჩევნო კომისიისა და ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილებით, ამომრჩევლები, რომლებმაც ვერ მიიღეს სმს კოდები ან ჰქონდათ სხვა ტექნიკური შეფერხება, 19:00 საათიდან მიიღებენ ახალ სმს გზავნილებს განახლებული კოდებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მხარდამჭერები მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო პოლიტიკურ პროცესში, რომელიც განსაზღვრავს პარტიის მომავალსა და მის პერსპექტივას, შეცვალოს ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში.

თითოეული ამომრჩევლის ხმა ყურადსაღები და ფასეულია. სწორედ ამიტომ, საარჩევნო კომისიისა და ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილებით, ის დარეგისტრირებული ამომრჩევლები, რომლებმაც გამოხატეს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, თუმცა ვერ მიიღეს სმს კოდები ან ხმის მიცემის პროცესში ჰქონდათ სხვა ტექნიკური შეფერხება, დღეს, 19.00 საათიდან მიიღებენ ახალ სმს გზავნილებს განახლებული კოდებით.

ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ ამ სმს გზავნილებში არსებულ ბმულზე გადასვლითა და მიღებული კოდის შესაბამის ველში დაფიქსირებით“,- წერს ნიკა მელია „ფეისბუქში“.