ნიკა მელია - ამ ქვეყანაში ერთ ადამიანს მაინც თუ სჯერა, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილით ივანიშვილის დამარცხება არის შესაძლებელი, ცდება
ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისა და, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ყველაზე დიდი დამცირება ის არის, რომ ცდილობენ, ფარსსა და სიყალბეში აცხოვრონ ასიათასობით ამომრჩეველი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„კეზერაშვილისა და მერაბიშვილის გარშემო თავს მხოლოდ და მხოლოდ ის ხალხი მოიყრის, ვინც მათსავით ფიქრობს. ეს არის ცხადზე უცხადესი. იცით, რა არის ყველაზე დიდი დამცირება ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისა და, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისა? ცდილობენ, ფარსსა და სიყალბეში აცხოვრონ ასიათასობით ამომრჩეველი. ამ ქვეყანაში თუ ერთ ადამიანს მაინც სჯერა, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილით ივანიშვილის დამარცხება არის შესაძლებელი, ცდება. საუბრობენ იმაზე, რომ ამ ადამიანების კრიტიკა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალსო, ივანიშვილისთვის ამაზე მეტი წყალი რას უნდა დაესხას, რაც ახლა ხდება?!“ – განაცხადა ნიკა მელიამ.