ნიკა მელია - ახლა რომ დეპუტატი ვიყო, დაუფიქრებლად დავუჭერდი მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს
ნიკა მელია - ახლა რომ დეპუტატი ვიყო, დაუფიქრებლად დავუჭერდი მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს

ახლა რომ დეპუტატი ვიყო, არ დავფიქრდებოდი და მხარს დავუჭერდი საკონსტიტუციო ცვლილებებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ეძებს გამოსავალს, ჩააგდოს ცვლილებები, თან ისე, რომ ჩაგდება არ დაბრალდეს და ბრალეულობა ოპოზიციურ პარტიებსაც გადაუნაწილოს.

„გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი და აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ იყოს გათავისუფლებული. „ევროპული საქართველო“ ამბობს – თუ რურუა არ გათავისუფლდება, არ მიიღებს მონაწილეობას მეორე და მესამე მოსმენაში. ეს სწორია. საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით არ ჩავარდება, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენისას ნამდვილად დაგვჭირდება ჩამოყალიბებული პოზიცია“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.