ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ ძალოვან სტრუქტურებზე საკმარისი კონტროლის მექანიზმი არ იყო
ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ ძალოვან სტრუქტურებზე საკმარისი კონტროლის მექანიზმი არ იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო გადაცდომები, აკაკი ბობოხიძე მაშინ ხელისუფლების ნაწილი იყო და მან უკეთ იცის, რაზეც საუბრობს.

კერძოდ, მელია გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებას, სადაც ბობოხიძე აღნიშნავს: „იყო ავტორიტარიზმი, ძალაზე დამყარებული წესრიგი, ჩვენ ვცდილობდით, წესრიგისთვის შეგვეჩვია ქართველი ხალხი არა აღზრდის, არამედ მოთხოვნის გზით“.

ნიკა მელიას განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ ძალოვან სტრუქტურებზე საკმარისი კონტროლის მექანიზმი არ იყო.

„აკაკი ბობოხიძეს აქვს საკუთარი მოსაზრება. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ არ იყო საკმარისი კონტროლის მექანიზმი ძალოვან სტრუქტურებზე, მიუხედავად უზარმაზარი წარმატებებისა, მიუხედავად არაერთი გიგანტური ნაბიჯის გადადგმისა განვითარებისკენ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფუნქცია შეიძინა ქვეყანამ. მაგრამ, ბუნებრივია იყო გადაცდომები, ამაზე საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი, ამაზე ვსაუბრობდი მეც, კონკრეტულად აკაკი ბობოხიძის შეფასება მისი შეფასებაა, ის იყო ხელისუფლების ნაწილი, მან უკეთ იცის რას საუბრობს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.