ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.
როგორც ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორიო მეგობრებთან ერთად, რომელბმაც მაქსიმალური გაიღეს 2020 წელს, მოლდოვის ოპოზიციასთან ერთად იმუშავეს და აიძულეს ხელისუფლება, რომ მოლდოვის 300 ათას დიასპორის წარმომადგენელს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.
„მესმის საზოგადოების, რომლებიც დაღლილებიც ვართ, შესაძლებელია, სასოწარკვეთილებიც, იმედგაცრუებულიც, სამართლიანად, უსამართლოდ, მაგრამ რა დაამარცხებს ამ მდგომარეობას? დაამარცხებს მყარი, მკაფიო რწმენა მომავლისა, ჩამოყალიბებული, სრულყოფილი მომავალი. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ვთანხმდებით, რომ მივალთ არჩევნებამდე რიგითი თუ რიგგარეშე. არაპროგნოზირებადი გარემოა, ამიტომაც არ არის რამე გამორიცხული. ბევრჯერ ყოფილა სრულიად უპერსპექტივო ვითარება, პერსპექტიულად ქცეულა ამ ქვეყანაში. სხვა საკითხია ამის კაპიტალიზირება მოვახდინეთ თუ ვერა. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ მიმართულებით დავაანონსებ.
აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორიო მეგობრებთან ერთად, რომელბმაც მაქსიმალური გაიღეს 2020 წელს და მოლდოვის ოპოზიციასთან ერთად იმუშავეს, აიძულეს ხელისუფლება, რომ 300 ათას დიასპორის წარმომადგენელს მოლდოვისა, მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. როგორც გახდა ქალბატონი პრეზიდენტი იცით? 260 ათასი ემიგრანტი მოლდოველი მივიდა საზღვარგარეთ უბნებზე დამატებით, რაშიც მთელი ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი კონკრეტული პარტნიორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმარებოდნენ აქტიურად და ამის შედეგად მაშინდელი იქაური ოლიგარქიც, რომელიც ასევე დასანქცირდა და ეს პროექტი იქ ხორცხშესხმული იქნა, ოლიგარქიული ხელისუფლება შეიცვალა. 262 ათასი მოლდოველი ემიგრანტი მივიდა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, რასაც ვერ გაუძლო მაშინდელმა ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ მოლდოვაში.
ჩვენთან 2020 წელს ქვეყანაში, სადაც 1 მილიონით მეტი ვართ, ვიდრე მოლდოვა, სულ რაღაც 12 ათასი ქართველი ემიგრანტი მივიდა 2020 წლის არჩევნებში. გაყალბებული, ნახევრადგაყალბებული, როგორც გნებავთ ისე ჩავთვალოთ ის არჩევნები 100 ათასი ემიგრანტი რომ მისულიყო არჩევნებზე, ეს ხელისუფლება არ იქნებოდა. კონკრეტული პროექტია, პრეზენტაცია იქნება, კონკრეტული მხარდაჭერა იქნება ჩვენი საერთშორისო მეგობრების მხრიდან, ერთი-ერთში გაკეთდება ის, რაც გაკეთდა მოლდოვაში. მოლდოვაში ხუთი სახელმწიფოს 15 ქალაქში მივიდა 260 ათასი ადამიანი და მოპოვებული ხმების 16 პროცენტი შეადგინა ემიგრანტების ხმებმა მთლიანად, რაც ხმები გათამაშდა არჩევნების დღეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.