ნიკა მელია - 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, კოალიციურ მმართველობაში
ნიკა მელია - 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, კოალიციურ მმართველობაში

2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ვიქნებით ხელისუფლებაში, კოალიციურ მმართველობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ნიკა მელიამ ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ერთადერთი, რაც არის დარჩენილი ორ ოქტომბერს, ეს არის გამარჯვების გაფორმება.

„როგორც არასოდეს, დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი, მოსახლეობა არ დაუშვებს, რომ ხელისუფლებაში სამარადჟამოდ დარჩეს ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები, არც ითვალისწინებს სახელმწიფო ინტერესები. ერთადერთი, ვინც აპირებს, რომ უსამართლოდ და ძალადობით შედეგები სხვადსხვა მანიპულაციების გზით არ დადგეს იმდაგვარი, როგორი ნებაც არსებობს საზოგადოებაში, ეს არის „ქართული ოცნება“. ამის საწინააღმდეგოდ შემუშავებული გვაქვს სხვადასხვა მექანიზმები, გათვალისწინებული გვაქვს წინა არჩევნების მანიპულაციები და დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან. ამაზე და არა მხოლოდ ამაზე, სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც გვინდა ძალიან გულწრფელად თითოეულმა ჩვენგანმა გაგცეთ პასუხი, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი ბევრი თვალსაზრისით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.