ნიკა მაჭუტაძემ ანრი ოხანაშვილს მიმართა - სულ წარმომედგინეთ თქვენ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ
მე სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ თქვენ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეs, ანრი ოხანაშვილს.
„ცუდი არაფერი მითქვამს, ბაკინგემს წამები მაინც აჩუქა და თქვენ ხაბეიშვილს ერთი წამიც არ აჩუქეთ, ამაშია განსხვავება. რომელი საათია, თქვენო მოწყალებავ? – ათს წამებიღა აკლია, თქვენო ხელმწიფებავ. – მაშ, მიჩუქნია ეგ წამები თქვენთვის, ბაკინგემ“, – მიმართა ნიკა მაჭუტაძემ ანრი ოხანაშვილს.
ანრი ოხანაშვილმა კი ნიკა მაჭუტაძეს კითხვის დასმისკენ მოუწოდა.
„ჰენრი მეოთხეზეც არ გადახვიდეთ ახლა, ბურბონებზე, შეკითხვა დასვით. კარგი გადახვევაა, მაგრამ გადადით შეკითხვაზე“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ნიკა მაჭუტაძეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.