ნიკა მაჭუტაძე - გვეყოლება პრემიერობის ერთიანი კანდიდატი, მაგრამ ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე
ნიკა მაჭუტაძე - გვეყოლება პრემიერობის ერთიანი კანდიდატი, მაგრამ ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია ინარჩუნებს მტკიცე ერთიანობას და აპირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი ძალებით, დიდი კოალიციური ფორმატითა და შინაარსით გამოსვლას, – ამის შესახებ მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

როგორც ნიკა მაჭუტაძემ აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ შეთანხმდება საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე.

„გვეყოლება საერთო პრემიერობის კანდიდატი, მაგრამ ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე, არის სიახლეები. დიდ სიურპრიზს ვუმზადებთ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი გაერთიანების რიგები შესაძლოა, გაიზარდოს და ამაზე მიდის მუშაობა“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

შეგახსენებთ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 19 მაისს განაცხადა, რომ პრემიერობის კანდიდატად მის დასახელებაზე ოპოზიციაში საუბარი იყო, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის.