ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ

ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

მოსამართლე დავით მგელიაშვილის განმარტებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ჯგუფური დანაშაული.

განაჩენის გამოცხადებისას, თავად ბრალდებულები სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. ისინი პროცესს ონლაინფორმატში ჩაერთნენ.

2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნიკა კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.