ნიკა კაჭარავას წარმატებული მატჩი - გოლი, საგოლე და მოპოვებული პენალტი
კელჩეს “კორონამ” პოლონეთის ექსტრაკლასას (საფეხბურთო უმაღლესი ლიგა) მე-15 ტურში ვროცლავის “შლიონსკს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა 3:0. ამ წარმატებაში კი მთავარი როლი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ შეასრულა.
23 წლის თავდამსხმელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მწვრთნელმა 76-ე წუთზე შეცვალა. მანამდე კი “კორონას” სამივე გოლში მონაწილეობდა. მასპინძლებმა ანგარიში 26-ე წუთზე ქართველის მოპოვებული პენალტით გახსნეს. 67-ე წუთზე კაჭარავამ თავად გაიტანა, ხოლო 72-ე წუთზე მისი გადაცემით მესამე გოლი გავიდა.
კაჭარავამ პოლონეთის ჩემპიონატის გასულ ტურში დუბლი შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. “კორონამ” კი 25 ქულა დააგროვა და 16 გუნდში მე-2 ადგილზეა.