საქართველოს ნაკრების და პოლონური ,,კორონას“ შემტევი ნიკა კაჭარავა ზედიზედ მეორედ მოხვდა პოლონეთის ,,ექსტრაკლას ლიგის“ სიმბოლურ ნაკრებში.
კაჭარავას ბოლო თამაშში ნაჩვენები კარგი თამაში დაუფასდა. ნიკამ ჯერ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა ზუსტად შეასრულა, შემდეგ კი თავად გაიტანა, ბოლოს კი საგოლე პასი გააკეთა.
საბოლოოდ მასპინძლებმა ,,სლასკი“ 3-0 დაამარცხეს. შეგახსენებთ რომ ,,კორონა“-ს 15 ტურის შემდეგ 25 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს.