ნიკა გვარამია - ვის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცესკო? ცესკო სულ იტყუება, მთავარია, ხალხი რას გრძნობს
ვის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცესკო? ცესკო სულ იტყუება. მთავარია, ხალხი რას გრძნობს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
გვარამიას თქმით, „ხალხმა ყოველთვის კარგად იცის, არჩევნებში ხელისუფლება დამარცხდა თუ გაიმარჯვა“.
„ყოველთვის იცოდა ეს, 2003 წელსაც, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა გაიმარჯვეს და იმიტომაც მოხდა, რაც მოხდა. იგივე მოხდება ახლაც. 2020 წელს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ წააგო, მაგრამ ძალიან მყიფე იყო ხაზი, არ იყო დიდი სხვაობა და ამასთან, ძალიან მოუმზადებელი, მეტიც ცუდად მომზადებული შეხვდა ამას დასავლეთი. კრიტიკას ვერ უძლებდა მაშინ დასავლური შეფასებები, მათ შორის საქართველოში რამდენიმე ელჩის. ღრმა განხილვაში აღარ შევალ. ეს ვითარება ხომ აღარ არსებობს. პირიქით, დასავლური ელჩები ელოდებიან, როგორი ბასრი განცხადებები გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ გაყალბდება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.