ნიკა გვარამია - „ქოცები“ რომ გადაშენდებიან, პაატა სალია ქუჩაში ვერ გამოვა, ქიბარ ხალვაში ფეხს დადგამს თუ არა საქართველოს მიწაზე, პირდაპირ ციხეში აღმოჩნდება
როცა ნორმალური სასამართლო სისტემა იქნება, მოყენებული ზიანისთვის ყველაფერს წავართმევ ქიბარ ხალვაშს, რაც გააჩნია, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამია განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, რაც შეეხება დავალიანებებს, 70 მილიონიდან დაახლოებით 30 მილიონი მას დახვდა, როდესაც დირექტორი გახდა.
„პაატა სალიამ აწი ვისაც გინდა იმას მართოს, შემდგარი ისტორიული ფაქტია, რომ მისი დირექტორობის პერიოდში ეს კომპანია გაიყიდება და გახდება კორპუსების სამშენებლო პოლიგონი. ოცდახუთწლიანი დიდი ისტორია, დიდი კომპანიის დასრულდა და ის დაასრულა ოცდათექვსმეტკბილა ცხენკაცმა და მისმა დანიშნულმა პაატა სალიამ. მას გონია, რომ 2015 წელს ჩვენ ვაკეთებდით ფულის დალექვას სხვაგან, რადგან გვეგონა, რომ შემოდიოდა ქიბარ ხალვაში და ამიტომ გვედავება. ჯერ ის დალექილი, თუ იყო სადღაც უკან დაბრუნდა კომპანიაში, ეს ერთი და მეორე, 32 მილიონი იყო „რუსთავი 2“-ის შემოსავალი მე რომ მედავებიან იმ საქმეში. რაც შეეხება დავალიანებას, ესეც ტყუილია, 70 მილიონიდან დაახლოებით 30 დამხვდა მე. ეს არის ე.წ. დაკიდებული ვალები. ამ დაკიდებული ვალების ზემოთ არის 25 მილიონი საგადასახადო დავალიანება, ესეც ყადაღით მიყენებული ზიანია. ეს ის ბრალდებაა, რომელსაც არ გავუტარებ პაატა სალიას და სადაც არ უნდა შემხვდეს, დავაყრევინებ ყველა კბილს. როცა ნორმალური სასამართლო სისტემა იქნება, ყველაფერს წავართმევ ქიბარ ხალვაშს, რაც გააჩნია მოყენებული ზიანისთვის. შვიდი წელი ამ ქვეყნის მთავარ კომპანიას ვამუშავებდი, რომელიც გაჩერებული დამხვდა და რომელსაც ყველა ებრძოდა ამ ქვეყანაში. პაატა სალია პირობას გაძლევ, ვერაფერს გააკეთებ, როგორც კი „ქოცები“ წავლენ, ქუჩაში ვერ გამოხვალ, მიწა დაიწვება შენ ფეხქვეშ. შენ არარაობავ, რა დახურე წარმოდგენილი გაქვს? რას ყიდი კორპუსებად წარმოდგენილი გაქვს? როგორც კი „ქოცები“ გადაშენდებიან, ქიბარ ხალვაში ფეხს დადგამს თუ არა საქართველოს მიწაზე, პირდაპირ ციხეში აღმოჩნდება. სალიამ კი 25 დღეში დახურა და ასე ჩაიწერება ეს ისტორიაში. ამ ხალხმა დაასრულა ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ტელევიზიის არსებობა. ამ ნაძირლებმა დახურეს ამ ისტორიის ფურცელი. არქივის გაყიდვას რაც შეეხება, არქივი არ გაყიდულა ერთხელ, გაყიდულა რამდენჯერმე და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს. ამ ისტორიული კატასტროფის მოწყობისთვის ციხეში აღმოჩნდება ქიბარ ხალვაში“, – განაცხადა ნიკა გავრამიამ.